კომედია
(ბერძ. komedia < komos - მხიარული ბრბო და ode - სიმღერა), დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.
(ბერძ. komedia < komos - მხიარული ბრბო და ode - სიმღერა), დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.
მახასიათებლები
კომედიის ჟანრული თავისებურებაა მძლავრი სოციალური ჯღერადობა, სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციურობა. იუმორისა და სატირის საშუალებით კომედიაში მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებანიდა სიმახინჯე (ოღონდ ისეთი, რომელსაც თან არ ახლავს ტანჯვა და უბედურება). მანკიერება აქ სიცილის დონეზეა. სიცილი კომედიაში გამარჯვებული გმირის როლში გამოდის, რომელიც ათავისუფლებს მკითხველს წარმოდგენილი მანკიერებისაგან და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.
განასხვავებენ კომედიის ორ სახეს: სიტუაციებისა და ხასიათების კომედიას. სიტუაციების კომედიაში კომიკურია შექმნილი მდგომარეობა, სასაცილოდ დაძაბულია ინტრიგა. ხასიათების კომედაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები, მათი უცვლელი ცალმხრივობა, ხასიათი ერთი რომელიმე თვსების ჰიპერტროფია. ხასიათების კომედია კომედიის უფრო მაღალი ფორმაა, რადგან აქ ყოველთვის დიდ ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიას და მოითხოვს უფრო განათლებულ მაყურებელსა და მკითხველს.
დრამა
დრამა ეპოსსა და ლირიკასთან ერთად წარმოადგენს ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთს, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.
ტერმინი ბერძნულიდან (δράμα [dráma]) ქართულად ‛ქმედებას’, ‛მოქმედებას’ აღნიშნავს.
დრამა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ფორმით : ცოცხალი შესრულებით თეატრში, ფილმში, ტელევიზიით.
არისტოტელეს თანახმად დრამის მთავარი ნიშანი არის მოქმედების წარმოდგენა დიალოგების მეშვეობით. სწორედ ამ ნიშნით ის განსხვავდება ანტიკური ხანის თხრობითი ეპოსისაგან, ხოლო ახალ დროში კი რომანისგან.
დრამის განსაზღვრება
თანამედროვე გაგებით დრამა იმისთვის იწერება, რომ მსახიობმა ითამაშოს თეატრში. ამ მიზეზის გამო ხშირად დრამატული ნაწარმოების ტექსტური ვერსია შეიცავს მითითებებს მსახიობთათვის, ხოლო XX საუკუნიდან რეჟისორთათვისაც.
წიგნის, ანუ ე.წ. წასაკითხი დრამა არის საგანგებო ფორმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მკითხველზე და მკითხველისთვისაა გათვლილ-განკუთვნილი და არა სასცენოდ.
დრამა ხშირად დაყოფილია აქტებად, ხოლო აქტები კი სცენებად და სურათებად.
კლასიკური ფრანგული დრამა (რასინი, კორნელი) იყოფა 5 აქტად, იტალიური დრამა, რომელიც საოპერო ტრადიციებთანაა (მეტასტაზიო) დაკავშირებული 3 აქტს ანიჭებს უპირატესობას.
მელოდრამა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მელოდრამა (ბერძ. melos - სიმღერა, drama - მოქმედება), დრამის ჟანრული ფორმა,რომელიც ჩაისახა XVIII საუკუნის ბოლო წლებში. თავიდან იგი აღნიშნავდა მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებს, რომელშიც პერსონაჟთა დიალოგები და მონოლოგები მუსიკალური თანხლებით იყო წარმოდგენილი.
თანამედროვე გაგებით მელოდრამის ფუძემდებლად ითვლება გილბერ დე პიქსერეკური. პირველი მელოდრამა - ვიქტორი ანუ ტყის ბავშვი - მან 1799 წელს დაწერა. დამახასიათებელია მძაფრი ინტრიგა, პათეტიკური ვნებათაღელვა და ჭარბი ემოციურობა, დამრიგებლობითი ხასიათი. მელოდრამის გმირები საბედისწერო შემთხვევებიდან ყოველთვის უხიფათოდ (განსაკუთრებით კეთილი ბუნების ადამიანები) გამოდიან. მძაფრი დრამატული კონფლიქტების მიუხედავად, მოქმედება მშვიდობიანად მთავრდება.
ქართულ დრამატურგიაში მელოდრამად მიჩნეულია კ. ყიფიანის სამეგრელოს თავადი ლევანი, ვ. გუნიას და-ძმა. თანამედროვე დრამატურგიაში მელოდრამისადმი ინტერესი არ შეწყვეტილა, მაგრამ არა კლასიკური ფორმით, არამედ უფრო მელოდრამატული ტენდენციები იჩენს ხოლმე თავს.
